logo
ENG



აშშ–მ უკრაინას სამხედრო დახმარების მეორე პარტია გადასცა

24 იან 202210:08
3 წუთის საკითხავი
clock 1929

კიევში შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მეორე პარტია ჩავიდა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ვაშინგტონმა უკრაინას 80 ტონაზე მეტი შეიარაღება გადასცა. სამხედრო ტვირთი 200$ მილიონის ღირებულებისაა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს დასასრული არ არის და დახმარებას კიდევ ელოდებიან.

ამერიკული თვითმფრინავი დახმარების პირველი პარტიით, 90 ტონა სამხედრო ტვირთით, კიევის აეროპორტში 22 იანვარსაც დაეშვა. 

სამხედრო დანიშნულების ტვირთი უკრაინას აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით გადაეცა.

დაჩქარებული წესით გადასცემს შეიარაღებას უკრაინას ესტონეთი. უკრაინაში ესტონეთის ელჩის ინფორმაციით ათობით ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ტრანსპორტირებისთვის არის მზად.


close დახურვა