logo
ENG



23 იანვარს ტაივანის საჰაერო საზღვარი 39-მა ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა

24 იან 202212:19
3 წუთის საკითხავი
clock 617
23 იანვარს ტაივანის საჰაერო საზღვარი 39-მა ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა

23 იანვარს ტაივანის საჰაერო საზღვარი 39-მა ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა. 

2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ჩინეთის მხრიდან ტაივანში ყველაზე დიდი საჰაერო შეჭრაა - ოქტომბერში, როცა ჩინეთმა ეროვნული დღე აღნიშნა, ტაივანის საჰაერო საზღვარზე 148 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი შევიდა. 

ტაივანი, რომელზეც ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი ტერიტორიაა, უკვე ერთ წელზე მეტია, საჰაერო საზღვრის დარღვევის განმეორებით შემთხვევებზე ლაპარაკობს. 

ჩინეთის ამ ქმედებებს ტაივანი "ნაცრისფერი ზონის" ომს უწოდებს, რომელიც ხდება როგორც ტაივანის სამხედრო ძალების დასათრგუნად, ასევე, მისი პასუხის შესამოწმებლად. 

ქვეყნის განცხადებით, ჩინეთის ეს უკანასკნელი მისია მოიცავდა 34 საბრძოლო თვითმფრინავს, ასევე, 4 ელექტრონულ საბრძოლო საფრენ აპარატს და ერთ ბომბდამშენს.

საჰაერო საზღვარი კუნძულ პრატასის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაირღვა. 

ტაივანმა ჩინეთის საპასუხოდ და გასაფრთხილებლად ასევე საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა. 

წარსულში ჩინეთი აცხადებდა, რომ მსგავსი ქმედებები იყო წვრთნები, რომელიც მიზნად ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ისახავდა. 23 იანვარს მომხდარზე ჩინეთში კომენტარი არ გაკეთებულა. 

აღსანიშნავია, რომ აშშ და იაპონია ატარებენ საერთო სამხედრო წვრთნებს ფილიპინების ზღვაში, ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც ტაივანის აღმოსავლეთით ზღვებს მოიცავს. 

აშშ-ის სამხედრო ფლოტის განცხადებით, წვრთნების მიზანია, შეინარჩუნოს და დაიცვას ინდო-წყნარი ოკეანის თავისუფალი და ღია სივრცე". 


close დახურვა