logo
ENG

ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50+ მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ

25 იან 202211:47
3 წუთის საკითხავი
clock 4332
ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50+ მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ

ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, არსებული წახალისების პროგრამა გახანგრძლივდება ერთი თვით.

"50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით", - თქვა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ.

არსებული წახალისების პროგრამით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 50+ ასაკის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ.

25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ​კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 8 634 აცრა ჩატარდა.


close დახურვა