logo
ENG


გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90% ომიკრონი ცირკულირებს
  • 551ნახვები

დღეს ანტირეკორდი გვაქვს, რაც პროგნოზირებადი და მოსალოდნელი იყო ომიკრონის მზარდ ტალღასთან დაკავშირებით, რომ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მატულობს, მაგრამ ჯერჯერობით ზეწოლა ჰოსპიტალურ ჯანდაცვის სისტემაზე ნაკლებია. ერთი და იგივე დონეზე რჩება საწოლთა დაკავების მაჩვენებელი, მათ შორის მძიმე და ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა.

ერთ-ერთი მთავარი გზავნილი დღეს ალბათ ის გახლავთ, რომ ომიკრონის ცირკლულაცია მომატებულია ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90% არის ომიკრონი, რაც ცირკულირებს ყველა დადებით შემთხვევაში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ​კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა