logo
ENG



დეგნანი: ქართველებს-ამერიკელებს ბევრი გვაქვს საერთო, თავისუფლების, ოჯახის, რწმენის სიყვარული

25 იან 202221:42
3 წუთის საკითხავი
clock 889
დეგნანი: ქართველებს-ამერიკელებს ბევრი გვაქვს საერთო, თავისუფლების, ოჯახის, რწმენის სიყვარული
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები  ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი  რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის  დაფასება და პატივისცემა. როდესაც  საქართველოში ვმოგზაურობ, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული დრო დაჰყვეს შეერთებულ შტატებში ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. გულს მითბობს ამერიკის შესახებ მათი ამბებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა. ბევრი მათგანი ინარჩუნებს კავშირებს თავის მასპინძელ ოჯახებთან და ბევრი ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში  ეს გამოცდილება გარდამტეხი მომენტი იყო.


close დახურვა