logo
ENG



წულუკიანი: ითხოვენ მთავრობის შეცვლას ტრაგიკული ინციდენტისთის, რომელსაც სიკვდილი არ მოჰყოლია

26 იან 202222:10
3 წუთის საკითხავი
clock 1604
წულუკიანი: ითხოვენ მთავრობის შეცვლას ტრაგიკული ინციდენტისთის, რომელსაც სიკვდილი არ მოჰყოლია

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც შშმ მოზარდზე პოლიციელის მხრიდან ძალადობის გამო ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვენ, წარსულში წინა ხელისუფლების დანაშაულებს ამართლებდნენ. ამის შესახებ მან რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.

"ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია არავის, საბედნიეროდ, სიკვდილი. ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს", - ამბობს წულუკიანი.

24 იანვარს სოციალური ქსელით ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ  მეტროსადგურის პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი შშმ მოზარდს სცემს, მეორე ინსპექტორი კი უყურებს და მეწყვილის ძალადობის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს. ბიჭს უკვე მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. პოლიციელები დააკავეს და ბრალი უკვე წაუყენეს

აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები სისტემურ ხასიათს იღებს. გახშირდა სამართალდამცავების მხრიდან აქციების დროს მოქალაქეებზე ძალადობა. 25 იანვარს შსს-თან გამართულ აქციაზე, აქტივისტ შუშანა მაცაბერიძეს სცემეს. 


close დახურვა