logo
ENG



ზურაბიშვილი: უნდა დავიწყოთ ფართო შეხვედრები, რათა გავიგოთ რა სტკივა საზოგადოებას

28 იან 202219:36
3 წუთის საკითხავი
clock 561
2022/01/28/p6iz7lp7bs54fpf.png

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს, რათა საზოგადოების აზრი გაიგოს. 

"შევხვდი საზოგადოების წარმომადგენლებს, შევხვდი ფსიქოლოგებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ამეხსნა მათთვის როგორი პროცესია, რომ გავიგოთ რა სტკივა საზოგადოებას, რომელი უსამართლობა აწუხებს და უნდა დავიწყოთ ფართო შეხვედრები, რომელიც იქნება შემთხვევითობის პრინციპზე აგებული. ასევე მოვიყვანთ ექსპერტებს, ფსიქოლოგებს, ისტორიკოსებს, ექიმებს, რომლებიც საჭირო არიან, რომ ამ საუბარს არ მიეცეს დაპირისპირების...

მაგალითად, პირველი აზრი იყო, რომ თემატური ჯგუფები შეიქმნას, ჟურნალისტები ერთად, ექიმები ერთად, ამაზე მითხრეს რომ არ შეიძლება, რადგან ამ ჯგუფებში დაპირისპირება უფრო ჩამჯდარია. იმისათვის, რომ გაიხსნას საუბარი, უნდა იყოს მრავალფეროვნება და ბევრი სფერო იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


close დახურვა