logo
ENG



ბაიდენი: ჯარისკაცებს აღმოსავლეთ ევროპაში, NATO–ს წევრ ქვეყნებში, უახლოეს დროში გავგზავნი

29 იან 202217:25
3 წუთის საკითხავი
clock 898

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, NATO–ს წევე ქვეყნებში სამხედროებს უახლოეს დროში გაგზავნის. ბაიდენმა ამის შესახებ მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია საჭიროებისთანავე უკრაინაში გადასასხმელად.

"მე ამერიკელ ჯარისკაცებს აღმოსავლეთ ევროპაში, NATO–ს წევრ ქვეყნებში უახლოეს მომავალში გავგზავნი" – თქვა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენამდე, აშშ–ის გენერალმა მარკ მილეიმ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დაპყრობა იქნება "საშინელი" და მისი თქმითვე, 100 000 სამხედროს მობილიზება უკრაინის საზღვართან, ყველაზე მასშტაბურია, ცივი ომის მანძილზე.

თავის მხრივ, აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, თქვა, რომ კონფლიქტის არიდება, დიპლომატიური გზით, შესაძლოა კვლავ იყოს მიღწევადი.

ორი დღის წინ, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო თვეში შეიჭრება.

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში ომის "ხვალ" დაწყების შესახებ განცხადებები პანიკის შექმნაა.

24 იანვარს, გავრცელდა განცხადება, რომ NATO აღმოსავლეთ ევროპის შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო შეიარაღებას გზავნის

კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში გაიგზავნება სამხედრო გემების და საბრძოლო თვითმფრინავების დამატებითი რაოდენობა. 

გადაწყვეტილება ალიანსის მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების გამო მიიღეს. 

ასევე, დღეს სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა როიტერსს განუცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებასთან ერთად რუსეთს სისხლის მარაგიც აქვს.


close დახურვა