logo
ENG



დეგნანი რეზოლუციაზე: მნიშვნელოვანია მკაფიო გზავნილი საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოებისთვის

29 იან 202217:36
3 წუთის საკითხავი
clock 380
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გზავნილი იყოს მკაფიო, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის უსაფრთხოებისთვის. 

"ჩვენ ყველა ვართ ერთიანი, რათა დავიცვათ უსაფრთხოების პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპას და რამაც, ბოლო 30 წლის განმავლობაში მოიტანა უსაფრთხოება და მშვიდობა. საქართველო, უკრაინა, შეერთებული შტატები, ნატო - ყველა ძალიან მკაფიოდ გამოთქვას თავის პოზიციას და ჩვენ ვამბობთ, რომ გადავლახავთ ამ კრიზის, რომელიც შექმნა რუსეთმა, რომელსაც სურს შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების პრინციპები ძალის გამოყენების მუქარით და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტს, საბოლოო ვერსია არ მინახავს, თუმცა კარგი იყო ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი პარტია ერთად მუშაობდნენ, იყვნენ მოლაპარაკების პროცესში აღნიშული ტექსტის მიღებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი როგორც საქართველოს სევე უკრაინის უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა დეგნანმა. 

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და, ასევე, ტექსტის სათაურიც. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტი ყველა იმ პუნქტს შეიცავს, რომელიც საჭიროა და დოკუმენტი ეხება იმას, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. 

ქართული ოცნებისგან საპირისპიროდ, დროამ ალტერნატიული რეზოლუცია მოამზადა. ამასთან, გავრცელდა უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია. 


close დახურვა