logo
ENG



გუმბარიძე კეზერაშვილისთვის თანხის დაკისრებაზე: მიზანია, ქვეყანაში არ იყოს კრიტიკული მედია

29 მარ 202217:33
3 წუთის საკითხავი
clock 898

ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე სასამართლოს მიერ ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისთვის  5 060 000 ევროს დაკისრებაზე ამბობს, რომ მიზანია, ქვეყანაში კრიტიკული მედია არ იყოს.

მისი განცხადებით, ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ხელისუფლებას სურს, ფორმულაში დავით კეზერაშვილის წილი დააყადაღოს.

"ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა - კარგი დროა, რადგან ყველას ყურადღება გადასულია უკრაინის მხარეს, უკრაინა არის ყურადღების ცენტრში. ამას გარდა, მათი აღქმით, ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ მოიცალონ "შიდა პრობლემების" მოსაგვარებლად.

მიზანი არის ერთი - ამ ქვეყანაში არ იყოს კრიტიკული მედია. მიზანი არის ის, რომ ამ შემთხვევაში საბოლოო ჯამში ღონისძიებების ეფექტურ ზომად დადგეს ფორმულას წილის დაყადაღება, რომელიც დღეს ჯერ არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ ცხადია, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ხელისუფლებას სურს, დავით კეზერაშვილის წილი დააყადაღოს", - თქვა გუმბარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.


close დახურვა