logo
ENG



ვაშაძის აზრით, კონტრაბანდაზე თუ მტკიცებულებები არ იქნება, უკრაინამ ბოდიში უნდა მოიხადოს

05 აპრ 202216:15
3 წუთის საკითხავი
clock 951
ვაშაძის აზრით, კონტრაბანდაზე თუ მტკიცებულებები არ იქნება, უკრაინამ ბოდიში უნდა მოიხადოს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია კონტრაბანდულ იარაღზე "ძალიან მძიმე ბრალდებაა" და შესაბამის მტკიცებულებებს საჭიროებს.

"ტყუილია თუ მართალი, ეს უნდა დამტკიცდეს. თუ ეს ტყუილია, ძალიან მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ქმედებები, ნაბიჯები, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რომ დეტალურად მოხდეს ამის შესწავლა და თუ ეს არის ტყუილი, ასეთ შემთხვევაში, ამ ტყუილს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია", - ამბობს ვაშაძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ მტკიცებულებები არ იქნება, უნდა მოიხადოს თუ არა უკრაინამ ბოდიში, ვაშაძე პასუხებს: "რა თქმა უნდა. ამას უნდა გამოძიება და მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ მაშინ უკან უნდა წაიღოს ეს განცხადება".

მისივე თქმით, ახლა დასავლურმა სპეცსამსახურებმა უნდა დაიწყონ იმ ტვირთების მონიტორინგი, რომელიც საქართველოდან რუსეთში შედის.

4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია: 

"საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა"

უკრაინა, ასევე აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".


close დახურვა