logo
ENG



ღარიბაშვილი: არის მოლოდინი, რომ საქართველოში საწვავის ფასები შემცირდება

11 აპრ 202211:52
3 წუთის საკითხავი
clock 1159
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასები შოკურად გაიზარდა, თუმცა, ახლა საერთაშორისო ბაზარზე დაბლა იწევს, რაც საქართველოზეც აისახება. 

"ვინაიდან ჩვენ, საქართველო, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ყველაფერი შემოგვაქვს გარედან, უცხოეთიდან, ჩვენ არ ვართ ნავთობპროდუქტების მწარმოებელი, ბუნებრივია, ფასი ჩვენთანაც გაიზარდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. 

ბოლო ინფორმაცია, რაც დილითაც გადავამოწმეთ - მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები შემცირებულია, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში. ამიტომ, მე მაქვს მოლოდინი, რომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, გაითვალისწინებთ მოსახლეობის მდგომარეობას და რაც შეიძლება მოახდენთ ფასების კორექტირებას. ვიცი, რომ არის მოლოდინი, რომ ძალიან მალე საქართველოში საწვავის ფასები შემცირდება". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

მისივე განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ სხვა ჯგუფებმა დაიწყეს უფრო დაბალფასიანი საწვავის შემოტანა. 

"ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტებზე. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი". - თქვა პრემიერმინისტრმა. 


close დახურვა