logo
ENG



NDI: ომის დაწყებიდან, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდვას მეტი მოქალაქე უჭერს მხარს

21 აპრ 202216:38
3 წუთის საკითხავი
clock 881
NDI: ომის დაწყებიდან, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდვას მეტი მოქალაქე უჭერს მხარს
ვახო ქარელი/ფორმულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს.

კერძოდ, კი ომამდე მოსახლეეობის 23% მიიჩნევდა, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ომის დაწყების შემდეგ კი - 39%.

  • ომამდე 53% მიიჩნევდა, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, ომის დაწყების შემდეგ - 25%;
  • ომამდე, 16% მიიჩნევდა, რომ საქართველომ რუსეთთან ისე უნდა დატოვოს ურთიერთობები, როგორც არის, ომის დაწყების შემდეგ - 27%

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


close დახურვა