logo
ENG



IRI: 82% ინფორმაციას ქართული ტვ-ებიდან იღებს, 53% - Facebook-დან

27 აპრ 202221:56
3 წუთის საკითხავი
clock 864
IRI: 82% ინფორმაციას ქართული ტვ-ებიდან იღებს, 53% - Facebook-დან

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82%-ისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ქართული სატელევიზიო არხებია. 

53% ინფორმაციას ფეისბუქიდან იღებს. 

8% - ქართული საინფორმაციო საიტებიდან. 

3% - ქართული ბეჭდური მედიიდან. 

3% - რუსული ტელეარხებიდან. 

3% - დასავლური საინფორმაციო ინტერნეტგვერდებიდან.

2% - დასავლური ტელემედიიდან

4% - მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ეცნობა. 

გამოკითხვა ორგანიზაციამ 4-24 მარტს პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, რესპონდენტების სახლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს 1 486, 18 წლის ან უფროსი ასაკის მოქალაქე. კვლევა საქართველოს სრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია ასაკის, სქესის, რეგიონის და განსახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%. 


close დახურვა