logo
ENG



ივნისიდან აშშ ბულგარეთს თხევად ბუნებრივ აირს მიაწვდის

12 მაი 202200:38
3 წუთის საკითხავი
clock 1141
2022/05/12/ij4tp1mdxkiuwhu.jpg

ივნისიდან აშშ ბულგარეთს თხევად ბუნებრივ აირს მიაწვდის. 

მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა გაზპრომისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვა, რუსეთმა ბულგარეთს გაზმომარაგება შეუწყვიტა. 

დანაკლისს აშშ შეავსებს. არ სახელდება ის ამერიკული კომპანია, რომელიც ამას განახორციელებს. 

ბულგარეთის პრემიერმინისტრი, კირილ პეტკოვი ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს შეხვდა. 

"შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ძლიერი პარტნიორობა ბულგარეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და განვიხილეთ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხი". - დაწერა ტვიტერზე კირილ პეტკოვმა

​პეტკოვი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც შეხვდა. განხილვის საკითხი, სავარაუდოდ, ასევე გაზმომარაგება იყო. 


close დახურვა