logo
ENG



CNN: სატელიტით ჩანს, რომ რუსები ოკუპირებული მელიტოპოლის საჰაერო ბაზას კვლავ იყენებენ

13 მაი 202210:25
3 წუთის საკითხავი
clock 1044
2022/05/13/poar8o049mwnbk3.jpeg

CNN BlackSky-ის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის საჰაერო ბაზის გამოყენებას ოკუპირებული მელიტოპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

12 მაისს, ადგილობრივი დროით 15:58 საათზე გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე ჩანს, რომ საჰაერო ბაზაზე, სულ მცირე, 7 ვერტმფრენია. ხოლო, 7 მაისის დილის 6:02 საათის ფოტოზე ადგილზე მხოლოდ ერთი ვერტმფრენია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსების მიერ საჰაერო ბაზის გამოყენება მნიშვნელოვანია, "მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ოკუპირებულ ქალაქ ხერონს, მარიუპოლსა და დონბასის რეგიონის ნაწილებს შორის".


close დახურვა