logo
ENG

მერის მრჩეველი: მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა ბავშვების დაკითხვა დაიწყეს

13 მაი 202223:17
3 წუთის საკითხავი
clock 227
2022/05/13/zcifwlbh4u0btl0.jpg

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშჩენკოვი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ბავშვების დაკითხვა დაიწყეს. ამის შესახებ ის ტელეგრამში წერს.

"მარიუპოლიდან ბოლო ევაკუირებულებმა თქვეს, რომ რუსები ბავშვების დაკითხვამდეც მივიდნენ. მშობლების დაკითხვის შემდეგ მათი თანდასწრებით დამაზუსტებელ კითხვებს ბავშვებს უსვამენ. ცდილობენ, მშობლები ტყუილში გამოიჭირონ", - ამბობს მერის მრჩეველი.

წარსულში ანდრიუშჩენკო ამბობდა, რომ რუსები უკრაინელი ლტოლვილების ფილტრაციაც ატარებენ და ზოგიერთს "ფილტრაციის ბანაკში" ამყოფებენ.


close დახურვა