logo
ENG



მერი: რუსმა სამხედროებმა ხარკივიდან რუსეთის საზღვრისკენ დაიხიეს

14 მაი 202214:42
3 წუთის საკითხავი
clock 566
2022/05/14/p2nmv145u7ijuw4.jpg

ხარკივის მერი, იგორ ტერეხოვი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ხარკივიდან რუსეთის საზღვრის მიმართულებით გადაიწიეს. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ქალაქის მცირე ნაწილში შეძლეს შესვლა და იქ დიდხანს არ გაჩერებულან.

"რუსები მუდმივად ბომბავდნენ ხარკივს, რადგანაც ქალაქთან ახლოს რჩებოდნენ. ხარკივის ტერიტორიული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების დახმარებით რუსებმა შორს, რუსეთის საზღვრისკენ დაიხიეს", - ამბობს ტერეხოვი BBC-სთან.

მისივე თქმით, ახლა ქალაქში სიმშვიდეა და ხალხი ნელ-ნელა ბრუნდება.

"ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ქალაქში სროლები არ ყოფილა. რუსების მხრიდან მხოლოდ ერთი მცდელობა იყო, რომ სარაკეტო იერიში მიეტანათ ქალაქზე, აეროპორტის რაიონში, მაგრამ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო", - ამბობს ტერეხოვი.


close დახურვა