logo
ENG



საქართველოს საზღვართან ახლოს, რიზე-ართვინის აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა

14 მაი 202216:07
3 წუთის საკითხავი
clock 1078
2022/05/14/pr66ik2pq0ucbj4.jpg

საქართველოს საზღვართან ახლოს, დღეს ახალმა აეროპორტმა დაიწყო მუშაობა, რომელიც შავ ზღვაზე აშენდა. სარფის საბაჟოდან აეროპორტამდე დაახლოებით 77 კილომეტრია. 

პირველი რეისი ნომრით 2538 Turkish Airlines-მა შეასრულა. თვითმფრინავი სტამბულიდან ადგილობრივი დროით, 08:30 საათზე გამოფრინდა და რიზე-ართვინის აეროპორტში ადგილობრივი დროით, 10:35 საათზე დაეშვა.

მგზავრებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეხვდა. ბორტზე, ასევე, იყო Turkish Airlines-ის გენერალური დირექტორი, ბილალ ექში, მან პირველმა დატოვა თვითმფრინავი და აეროპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ორდუ-გირესუნის აეროპორტის შემდეგ რიზე-ართვინი მეორე აეროპორტია თურქეთში, რომელიც ზღვაში აშენდა. წლიურად ის სამ მილიონ მგზავრს მოემსახურება.


close დახურვა