logo
ENG



გენშტაბი: პოზიციებიდან გაქცევის დროს რუსებმა საბძოლო ტექნიკა დატოვეს, რაც ჩვენ მოვიპოვეთ

14 მაი 202219:02
3 წუთის საკითხავი
clock 759
2022/05/14/lrol34wstja69uq.jpg

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების БМП-3 [საბრძოლო ჯავშან მანქანა] და სხვა ტექნიკა მოიპოვეს.

როგორც გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რუსმა ოკუპანტებმა ტექნიკა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, პოზიციებიდან გაქცევის შედეგად დატოვეს.

"128-ე ბრიგადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად აგრძელებს რუსი ჯარისკაცების განდევნას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. იერიშის დროს, რუსი სამხედროები გაიქცნენ საკუთარი პოზიციებიდან, დატოვეს პრაქტიკულად ახალთახალი БМП-3 სრული საბრძოლო მასალებით, საბუთებით, პირადი ნივთებითა და იარაღით (ჭურვები, ცეცხლსასროლი იარაღები და ნაღმები). დოკუმენტაციის მიხედვით, დადგინდა რომ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ რუსი ჯარისკაცები 43057 სამხედრო დანაყოფიდან, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში - ქალაქ ვლადიკავკაზში, სპუტნიკის დასახლებაში არის დაფუძნებული", - წერია გენშტაბის განცხადებაში.


close დახურვა