logo
ENG



გენშტაბი: რუსები სევეროდონეცკის, სოლედარას და ბაჰმუტის მიმართულებებით შეტევისთვის ემზადებიან

14 მაი 202221:51
3 წუთის საკითხავი
clock 669
2022/05/14/8excz3bxv2chuda.png

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ძირითადად ძალისხმევას სევეროდონეცკის, სოლედარის და ბაჰმუტის მიმართულებებით, შეტევის მომზადებაზე ხარჯავენ.

გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევებს აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში.

"ოკუპანტები ცეცხლს უხსნიან უკრაინის ჯარს ფრონტის ხაზზე. ოკუპანტების ყველაზე დიდი აქტიურობა ნარჩუნდება სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით. რჩება სარაკეტო თავდასხმის და ბომბების ჩამოგდების საფრთხე როგორც სამხედრო ნაწილებზე, ისე სამოქალაქო ობიექტებზე", - ამბობენ გენშტაბში. 


close დახურვა