logo
ENG



"ქუჩებს დავარქვათ მათი სახელები, ვინც ებრაელები ნაცისტებისგან იხსნა" - ზელენსკის ინიციატივა

15 მაი 202201:37
3 წუთის საკითხავი
clock 838
2022/05/15/tultk9gyh9n6ijk.jpg

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწოდებს დერუსიფიკაციის პროცესში ქუჩებსა და მოედნებს იმ უკრაინელების სახელები მიენიჭოს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელებს ნაცისტებისგან იცავდნენ.

"ახლა ბევრ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს დისკუსიები ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებების შეცვლაზე. გირჩევთ მოიშველიოთ ისტორია და პატივი მიაგოთ იმ უკრაინელებს, რომელთა ადამიანობამ და გამბედაობამ დაამტკიცა, რომ ბოროტება, რომელიც მოდის ჩვენს მიწაზე, გარდაუვალად მარცხდება", - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ზუსტად ერთი წლის წინ, 14 მაისს, ქვეყანაში პირველად აღინიშნა უკრაინელების ხსოვნის დღე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელებს სიცოცხლე გადაურჩინეს. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მსოფლიოში რიგით მეოთხე ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანებს ნაცისტებისგან იცავდა.

ზელენსკის თქმით, "ამჟამინდელი ოკუპანტები ასევე ნაცისტები არიან, ხოლო ადამიანები ასევე იცავენ სხვებს - ნაცნობებსაც და უცნობებსაც".


close დახურვა