logo
ENG



უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

15 მაი 202203:00
3 წუთის საკითხავი
clock 3006

უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.

ინფორმაცია ფორმულას ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.


close დახურვა