logo
ENG



უკრაინის ცნობით, ლუჰანსკსა და დონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება

16 მაი 202212:39
3 წუთის საკითხავი
clock 642
2022/05/16/ujklfrmubfxl8wn.jpg

უკრაინის ცნობით, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში, ფრონტის ხაზზე, რომელიც რამდენიმე ასეულ კილომეტრზეა გადაჭიმული, ბრძოლები გრძელდება. ბრძოლა ასევე გრძელდება აღმოსავლეთით მდებარე რეგიონებში, რომელთა საზღვრების გარღვევასაც რუსული ძალები ცდილობენ.

მძიმე ბრძოლა ორ ადგილას მიმდინარეობს: ლუჰანსკში, ინდუსტრიული ქალაქების გარშემო და დონეცკის ჩრდილოეთით, ქალაქ სლოვიანსკის ზოგიერთ სოფელში.

"მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით მიმართა... და იზიუმში თავმოყრილი ძალების დახმარებით შეტევისთვის ემზადება,” - განაცხადეს უკრაინის გენერალურ შტაბში.

უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსულმა ძალებმა იზიუმის ირგვლივ გამაგრება დაიწყეს, რათა უფრო სამხრეთისკენ წასულიყვნენ, რის გამოც შაბათ-კვირას, ამ მხარეში მძიმე ბრძოლები იყო. გენშტაბი აღნიშნავს, რომ სამი ფრონტის რეგიონში - ლიმანში, ბახმუტსა და კურახივში, რუსული ძალები ბრძოლას აგრძელებენ, მაგრამ სხვა რეგიონში, ავდიივკაში, რუსულმა სამხედრო შენაერთებმა უკან დაიხიეს. 

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ბოლო დაბომბვის შედეგად, ქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, მძიმე დაბომბვა რამდენიმე ქალაქსა და სოფელში იყო, მაგრამ რუსული ძალები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ სევეროდონეცკის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბორივსკესთან.


close დახურვა