logo
ENG



"1 წლის ბიჭი ორმა ოკუპანტმა გააუპატიურა" - დენისოვა რუსი სამხედროების დანაშაულებზე ჰყვება

19 მაი 202219:04
3 წუთის საკითხავი
clock 1113
2022/05/19/k4av8yjap6y4kn1.png

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ომბუდსმენის ცხელ ხაზზე სისტემატურად შემოდის მოქალაქეების ათობით ზარი, რომლებიც რუსი ოკუპანტების ძალადობაზე საუბრობენ. კერძოდ, მოქალაქეები ამბობენ, რომ პირადად ან მათი ახლობლები გახდნენ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ათავისუფლებენ ხარკივს და ზარების უმეტესობა, სწორად ამ რეგიონიდან ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 56 ადამიანმა დარეკა, ბოლო 1 საათში 10 მოქალაქემ, საიდანაც 8 გაუპატიურებაზე საუბრობდა - 2 მათგანი 10 წლის ბიჭია.

"რაშისტებმა 3 ტყუპი გააუპატიურეს, გოგოები 9 წლის არიან. ყველას სასქესო ორგანოების მძიმე დაზიანებები აქვს. ეს ყველაფერი დედის თვალწინ ხდებოდა, რომელიც ახლა შოკურ მდგომარეობაშია. დედის თვალწინ მისი 9 წლის შვილი სანთლით გააუპატიურეს. ერთი წლის ბიჭი ორმა ოკუპანტმა გააუპატიურა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. 2 წლის გოგო ორმა რაშისტმა გააუპატიურა. გააუპატიურეს 67 და 78 წლის კაცები. ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია. ეს არის არა მხოლოდ ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა, არამედ ცივილიზებული სამყაროს მორალის დარღვევა. მივმართავ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, რომ გენოციდის ეს ფაქტები გამოიძიონ", - ამბობს დენისოვა.

მისივე თქმით, ეს არაა რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების პირველი ფაქტები.

"რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხარკივის ოლქში ოკუპანტებმა 83 წლის ქალზე იძალადეს, ხოლო აპრილის შუა რიცხვებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედრომ ჩვილი გააუპატიურა".


close დახურვა