logo
ENG



სევეროდონეცკში რუსებმა საცხოვრებელ სახლებზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 12 ადამიანი

19 მაი 202220:16
3 წუთის საკითხავი
clock 763
2022/05/19/tfh0dj2h2mpj56k.png

ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსებმა დასახლებულ პუნქტებზე იერიში დილიდან მიიტანეს და ცეცხლი ახლაც აქვთ გახსნილი.

ის ამბობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები, ინტენსიური სროლის გამო, გაწმენდით სამუშაოებს ვერ ახორციელებენ.


close დახურვა