logo
ENG



უკრაინა: ომის დაწყებიდან რუსეთმა 28 700-მდე ჯარისკაცი დაკარგა

20 მაი 202209:45
3 წუთის საკითხავი
clock 918
2022/05/20/skpm1l13kg8wzqz.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 20 მაისამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 28 700-მდე ჯარისკაცია.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 1 263 ტანკი, 3 090 ჯავშანტექნიკა, 596 საარტილერიო სისტემა, 200 სარაკეტო სისტემა და 93 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 204 თვითმფრინავი, 168 ვერტმფრენი, 2 162 საავტომობილო ტექნიკა, 460 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 13 ერთეული გემი/ნავი/კატარღა. 


close დახურვა