logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ჯარებმა დონეცკის მიმართულებით შეტევა გააძლიერეს

20 მაი 202210:00
3 წუთის საკითხავი
clock 954
2022/05/20/1ck1eign3oo0iaf.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონეცკის მიმართულებით შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები გააძლიერეს.

"დონეცკის მიმართულებით მტერმა გააძლიერა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიაყენა ზარალი ჩვენი ქვედანაყოფების სიმაგრეებს ნაღმმტყორცნებიდან, ქვემეხიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციისგან, რათა გაენადგურებინა ჩვენი კონტაქტის ხაზი", - აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ მტერი ხარკოვის მიმართულებით ძირითად ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული და დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით, ცდილობს კონტრშეტევების განხორციელებას.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი აგრძელებს გაძლიერებულ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.


close დახურვა