logo
ENG



ეს იყო წინასწარ ორგანიზებული სადამსჯელო აქტი პოლიციის მხრიდან - "დროა" მჟავანაძეზე

20 მაი 202212:11
3 წუთის საკითხავი
clock 1103
2022/05/20/djzlrftqt119cpo.jpg

პოლიტიკურ მოძრაობა დროაში აცხადებენ, რომ სირცხვილიას დირექტორის, გიორგი მჟავანაძის დაკავება და მასზე განხორციელებული ძალადობა პოლიციის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი სადამსჯელო აქტი იყო.

პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე შსს-სა და პროკურატურას მოუწოდა, ფაქტზე გამოძიება წარმართოს მუხლებით, რომლებიც წამების  მუქარასა და ორგაქნიზებული ჯგუფის მიერ ღირსების შემლახავ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

"ფაქტების ერთობლიობა იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ მის მიმართ განხორციელებული ძალადობა იყო წინასწარ ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი და მომზადებული სადამსჯელო აქტი პოლიციის მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს პროკურატურას, რომ გამოძიება წარმართოს მუხლებით, რომელიც გულისხმობს წამების მუქარას, ასევე ღირსების შემლახავ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ორგანიზებული ჯგუფის მიერ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას პირადად გიორგი მჟავანაძეს და მოძრაობა სირცხვილიას", - თქვა ლემონჯავამ.

17 მაისს, სირცხვილიას აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა.

როგორც გიორგი მჟავანაძე ყვება, პოლიციის განყოფილებაში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა