logo
ENG



ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა, მას 16-დან 20-მდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

22 მაი 202219:22
3 წუთის საკითხავი
clock 942
2022/05/22/v22wx8tv3ogwqlu.jpg

პროკურატურის ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

უწყების ცნობით, კაცმა გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში ცოლს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პრუკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. 


close დახურვა