logo
ENG



გერმანია ზაფხულის ბოლომდე უკრაინას კიდევ 30 საზენიტო ჯავშან მანქანა - Gepard-ს გადასცემს

23 მაი 202220:28
3 წუთის საკითხავი
clock 932
2022/05/23/no0zb66klybzzge.png

გერმანია ზაფხულის ბოლომდე უკრაინას კიდევ 30 საზენიტო ჯავშან მანქანა - Gepard-ს გადასცემს. ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 საზენიტო ჯავშან მანქანა უკრაინას ივლისის შუა რიცხვებში გადასცემს, დანარჩენ 15-ს კი აგვისტოს ბოლომდე.

უწყებაში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში უკრაინასა და გერმანიას შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი სამხედროები გაივლიან გადამზადებას, ასევე მათ სავარჯიშო პოლიგონების ნაწილში დაეხმარება.


close დახურვა