logo
ENG



სირცხვილია: ჩვენი აზრით, ჩანაწერები, სადაც მჟავანაძის დაკავება ჩანს, უკვე განადგურებულია

23 მაი 202223:14
3 წუთის საკითხავი
clock 1288
2022/05/23/n9ci86hyrkhfefn.png

მოძრაობა სირცხვილია გიორგი მჟავანაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვიდეოჩანაწერები, რომელშიც აქტივისტის დაკავება ჩანს, უკვე განადგურებულია.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი მჟავანაძის საქმეზე გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. გამოძიებამ შსს-დან გამოითხოვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა "მათ შორის არ აღმოჩნდა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომლის დაფარვის არეალშიც მოექცეოდა პოლიციის შენობაში გ.მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების გარემოებები."

ჩვენი აზრით, ეს ჩანაწერები უკვე განადგურებულია. კამერა, რომელიც პოლიციის შენობაში იმ პერიმეტრს იღებდა, სადაც პოლიციელები გიორგი მჟავანაძეს ურტყამდნენ, საერთოდ მოხსნილია"- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი მჟავანაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  უწყებაში აცხადებენ, რომ გამოითხოვეს ვიდეოჩანაწერები თუმცა, "მათ შორის არ აღმოჩნდა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომლის დაფარვის არეალშიც მოექცეოდა" პოლიციის შენობაში აქტივისტის დაკავების გარემოებები.

უწყება ირწმუნება, რომ მომხდართან დაკავშირებით გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს 11 თანამშრომელი გამოკითხა, გამოკითხული პოლიციის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, "გიორგი მჟავანაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია ძალადობას და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე მოხდა".

17 მაისს, სირცხვილიას აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა.

როგორც გიორგი მჟავანაძე ყვება, პოლიციის განყოფილებაში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 


close დახურვა