logo
ENG



ზელენსკის თქმით, კიევი ხვალვე მზადაა რუსეთთან ტყვეების გასაცვლელად

24 მაი 202212:14
3 წუთის საკითხავი
clock 739
2022/05/24/kijkkepm34mg3ke.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი ხვალვე მზადაა რუსეთთან ტყვეების გასაცვლელად. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა არ უნდა შესუსტდეს.

"ტყვეების გაცვლა - ეს არის დღეს ჰუმანიტარული საკითხი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ბევრი სახელმწიფოს მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი მსოფლიო არ ეხვეწებოდეს რუსეთს, ნებისმიერი ვითარების მიუხედავად ან დათმობაზე არ წავიდეს რუსეთთან. პოლიტიკური ზეწოლა უნდა გააგრძელონ ისე, როგორც შეუძლიათ, ძლიერი ბიზნეს კავშირებით, ბიზნესის დახურვით, ნავთობის ემბარგოთი და მუქარით, სანქციების მუქარით, ბიზნესის ჩამოშლით, ჩვენ აქტიურად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის გადაცვლა რუს სამხედროებზე.

ჩვენ არ გვჭირდება რუსი სამხედროები, ჩვენ მხოლოდ ჩვენი გვჭირდება. ხვალვე მზად ვართ გაცვლისთვის,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა