logo
ENG



უკრაინაში ომის გამო, უნგრეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

24 მაი 202221:39
3 წუთის საკითხავი
clock 908
2022/05/24/xzhicl4iqmtfq71.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას მისცემს მანევრირებისა და დაუყოვნებლივ რეაგირების საშუალებას მეზობელ უკრაინაში ომის შედეგებზე.

"მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა", - თქვა ორბანმა და დასძინა, რომ უნგრეთი უნდა დარჩეს უკრაინის ომის მიღმა და დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება.

უნგრეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში პირველადი ზომების შესახებ ორშაბათს, 25 მაისს გამოაცხადებს.


close დახურვა