logo
ENG



რუსეთის აგრესიას უკრაინაში 238 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

25 მაი 202212:03
3 წუთის საკითხავი
clock 366
2022/05/25/tog4tx0qy1ttqlg.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 238 ბავშვი დაიღუპა, 433-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი - 149 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 116. 

"ხარკოვში - 104, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 49, ნიკოლაევში - 45, ლუგანსკში - 50, ზაპოროჟიეში - 28, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და კიევში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 848 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 173 კი მთლიანად განადგურდა.

 

close დახურვა