logo
ENG



კასიანოვი: უკრაინის დაცვისას დაღუპული 11 ქართველის წინაშე ქედს ვიხრით - ისინი გმირები არიან

25 მაი 202216:31
3 წუთის საკითხავი
clock 1036
2022/05/25/1lbyqmyieua0rua.jpg

საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა, განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლისას დაღუპულ 11 ქართველი მებრძოლს წინაშე ქედს იხრის.

დღევანდელი ბრიფინგისას კასიანოვმა აღნიშნა, რომ ეს დაღუპული მოხალისეები გმირები არიან, ვინც ქართველი ხალხის სიმამაცის, გმირობისა და გაუტეხლობის მაგალითს წარმოადგენენ.

„იმ გმირებს შორის, ვინც დაიღუპნენ უკრაინის დაცვისას, დღევანდელი მონაცემებით 11 ქართველი მოხალისეა. ჩვენთვის ისინი გმირები არიან. მათი ქმედებები არის ქართველი ხალხის სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის მაგალითი, რომლებიც უკრაინელ ხალხთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უკვე შევიდა ისტორიაში. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით მათ წინაშე და ყოველთვის გვემახსოვრება ისინი“ - განაცხადა კასიანოვმა.

უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმ ფულადი თუ ჰუმანიტარული ტვირთისთვის, რაც უკრაინის დასახმარებლად გაიგზავნა. 

კასიანოვის ცნობით, საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში 20 000-მდე უკრაინის მოქალაქე იმყოფება, მათგან 5 500 ბავშვია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ, რომ უკრაინიდან ლტოლვილები აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყონ.


close დახურვა