logo
ENG


Kalush Orchestra უკრაინის ჯარისთვის ფულის შესაგროვებლად ევროვიზიის ჯილდოს აუქციონზე ყიდის

25 მაი 202217:04
3 წუთის საკითხავი
clock 248
2022/05/25/j09pg8weprvglwu.jpg

ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებული უკრაინული ფოლკ-რეპ ჯგუფი Kalush Orchestra კონკურსში მიღებულ პრიზს აუქციონზე ყიდის, რათა უკრაინის ჯარისთვის ფული შეაგროვოს. ამის შესახებ ჯგუფმა ინსტაგრამზე დღეს განაცხადა

ჯგუფის სოლისტმა, ოლეჰ ფსიუკმა ასევე განაცხადა, რომ აუქციონზე 5 ევროდ გაიყიდება ვარდისფერი ქუდიც, რომელიც მას კონკურსზე გამოსვლისას ეხურა.  

„პირველად ევროვიზიის ისტორიაში გამარჯვებული Kalush Orchestra აუქციონზე ყიდის თავის ჯილდოს, რათა დაეხმაროს უკრაინის ჯარს.

თქვენ შეგიძლიათ მათი გამარჯვება აქციოთ უკრაინის დიდი გამარჯვების სიმბოლოდ!!! და მიიღეთ Kalush Orchestra-ს სოლისტის ოლეჰ ფსიუკის ვარდისფერი ქუდი მხოლოდ 5 ევროდ.“ - წერია ჯგუფის ოფიციალური გვერდზე. 

ჯგუფი აცხადებს, რომ ევროვიზიის შუშის ჯილდო იმ ადამიანს გადაეცემა, ვინც ყველაზე მაღალ თანხას დაასახელებს ტრადიციულ ან კრიპტოვალუტაში.

აუქციონი 28 მაისს, 19:00 საათზე დასრულდება.

„შეგროვებული ფინანსები გადაეცემა Serhiy Prytula-ს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც უკრაინის ჯარს მომარაგებაში ეხმარება. ყველა ევრო რასაც გაიღებთ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება“ - აცხადებს Kalush Orchestra.

Kalush Orchestra-მ ევროვიზიის კონკურსში 15 მაისს სიმღერით Stefania გაიმარჯვა.


close დახურვა