logo
ENG



თბილისის მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა

08 ივნ 202211:41
3 წუთის საკითხავი
clock 1471

თბილისის მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა. მისი კანდიდატურა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

"კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს. ასევე, წლების წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელიც. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე" - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას ილია ელოშვილი იკავებდა. ის 1-ელ ივნისს გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა