logo
ENG



თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით კაცი დაჭრეს

10 ივნ 202209:22
3 წუთის საკითხავი
clock 1224

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გვიან ღამით დაპირისპირება იყო. დაჭრილია 1 კაცი.

ადგილობრივების თქმით, მას ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაშავებული 47 წლის კაცი ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება.

პირველადი დამუშავების შემდეგ, აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, შემდეგ გადაყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, სადაც მეთვალყურეობის ქვეშაა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება , - თქვა კლინიკის ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან არაბიძემ.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა