logo
ENG



კობახიძე სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ეს ჩვენს მძიმე რეაქციას გამოიწვევს

12 ივნ 202223:44
3 წუთის საკითხავი
clock 1315
კობახიძე სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ეს ჩვენს მძიმე რეაქციას გამოიწვევს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე "გადაწყვეტილება იქნება უსამართლო", ეს მათი მხრიდან "მძიმე რეაქციას" გამოიწვევს.

როგორც მან იმედის ეთერში თქვა, ყველანაირი საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ "ოპტიმისტური მოლოდინი" ჰქონდეთ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ეს გამოიწვევს ჩვენი მხრიდან მძიმე რეაქციას.

მძიმე რეაქციაში ვგულისხმობ განწყობას პირველ რიგში, რომელიც ჩვენ გვექნება ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში. თუმცა, დავიტოვოთ ოპტიმიზმის იმედი, გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - თქვა კობახიძემ.

11 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "თუ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, ყველაფერს ფარდას ახდის და ხალხს ყველაფერს ეტყვის".


close დახურვა