logo
ENG



შსს: სამმა პირმა კაცს 4 000 ლარი მოსთხოვა, უარის გამო ის სცემეს და მოკვლით დაემუქრნენ

15 ივნ 202211:08
3 წუთის საკითხავი
clock 721
შსს: სამმა პირმა კაცს 4 000 ლარი მოსთხოვა, უარის გამო ის სცემეს და მოკვლით დაემუქრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და კახეთში ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4 000 ლარი მოსთხოვეს, ორმა ბრალდებულმა კი კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს მოკვლით დაემუქრა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მათივე ცნობით, შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქემ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა.

პოლიციამ ერთ-ერთი პირის მანქანის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, დანარჩენი ორის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის"ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა