logo
ENG



სებ: 2021-ის მაისში რუსეთიდან გზავნილის სახით $313 მლნ შემოვიდა - წინა წელზე 888%-ით მეტი

15 ივნ 202219:22
3 წუთის საკითხავი
clock 1269
სებ: 2021-ის მაისში რუსეთიდან გზავნილის სახით $313 მლნ შემოვიდა - წინა წელზე 888%-ით მეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 505.7 მლნ აშშ დოლარი (1502.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 169.4%-ით (318.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ამ 505.7 მლნ აშშ დოლარიდან ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში გზავნილის სახით შემოვიდა 91.76 მილიონი აშშ დოლარი, რუსეთიდან კი 313.90 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი ჩარიცხვის 62.07%-ია. წლიური ზრდის ტემპმა 888.73% შეადგინა. 

სებ აცხადებს, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.1% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1% მოდიოდა.

2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (85.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის (22.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.


close დახურვა