logo
ENG



„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები დღეს ახალციხე-ბორჯომის გზის გადაკეტვას აპირებენ

16 ივნ 202212:37
3 წუთის საკითხავი
clock 587

„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები დღეს ახალციხე-ბორჯომის ცენტრალური გზის გადაკეტვას აპირებენ. თანამშრომლებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას  მას შემდეგ მიმართეს, რაც მედიაციის პროცესი გაჭიანურდა და კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ არსებობს. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრის საჯარო დაპირება, რომ ყველა დასაქმებულის უფლება დაცული იქნებოდა და მთავრობისთვის კომპანიის საკონტროლო წილის გადაცემის შემდეგ, ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, დაპირებად დარჩა. გაფიცულების მოთხოვნებს შორისაა  50 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და აპრილისა და მაისის ხელფასების დარიცხვა.


close დახურვა