logo
ENG



შსს: რუსთავში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

19 ივნ 202212:53
3 წუთის საკითხავი
clock 886
კადრი: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში 3 ადამიანის დაჭრის ბრალდებით 1 პირი, 2004 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, რაც 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თქმით, ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი ადამიანი დანის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი - 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ” - აცხადებს შსს.

სამი ადამიანის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

გუშინ ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს დაიჭრა 3 კაცი. 

 

close დახურვა