logo
ENG



ნოვომოსკოვსკში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

20 ივნ 202212:04
3 წუთის საკითხავი
clock 656
2022/06/20/t2adkohqs8dguiq.jpg

დნიპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკის განცხადებით, დნიპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ ნოვომოსკოვსკს რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.

ლუკაშუკის თქმით, რვა ადამიანი დამწვრობის გამო სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, ოთხი კი ამბოლატორიულ მკურნალობას გადის.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ასევე ზელენოდოლსკისა და აპოსტოლოვეს სასაზღვრო რაიონები და კრივი რიხში მდებარე სოფელი პერშე ტრავნია დაბომბეს.

ლუკაშუკი ამბობს, რომ კვირას ხერსონის რეგიონში, კრივი რიხთან ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დნიპროპეტროვსკის დანარჩენი ნაწილი რუსული ძალებისგან თავისუფალია.  


close დახურვა