logo
ENG


ჰაიდაის თქმით, რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკთან მდებარე ქალაქი მეტელკინი დაიკავეს

20 ივნ 202213:53
3 წუთის საკითხავი
clock 234
2022/06/20/02j7rke4ipl4snw.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი მეტელკინი დაიკავეს.

"სამხუხაროდ, ჩვენ ამჟამად არ ვაკონტროლებთ მეტელკინს რეგიონულ ცენტრთან ახლოს. ისინი [რუსული ძალები] ინტენსიურად მუშაობენ სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონასა და ქალაქის გარეუბანზე.

ბრძოლები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის მიმდებარე ბევრ სოფელში გრძელდება," - განაცხადა ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, რუსული ძალები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ და აღნიშნავს, რომ სიტუაცია კვლავ რთულია.


close დახურვა