logo
ENG



ჯოზეფ ბორელი: რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადა ომის დანაშაულია

20 ივნ 202214:28
3 წუთის საკითხავი
clock 1458
ჯოზეფ ბორელი: რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადა ომის დანაშაულია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვას ომის დანაშაულს უწოდებს. 

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები საკვების გლობალურ კრიზისთან კავშირში არ არის. 

"კრიზისს ევროპული სანქციები არ ქმნიან". - თქვა ბორელმა

გაეროს განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შესაძლოა მსოფლიოში 49 მილიონი ადამიანი შიმშილობამდე ან შიმშილობის მსგავს პირობებამდე მიიყვანოს მსოფლიოს სურსათით მომარაგებისა და ფასების კუთხით მისი დამანგრეველი გავლენის გამო. 

მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ, იპოვონ გზა, რომლითაც რუსულ ბლოკადას გვერდს აუვლიან. პენტაგონის სპიკერი და გაეროს უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ამბობს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადით რუსეთის პრეზიდენტმა "საკვები იარაღად გამოიყენა". 

ჯოზეფ ბორელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სურსათის მსოფლიო კრიზისზე უკრაინა პასუხისმგებელი არ არის და ფასების "ხელოვნურად გაზრდაში" აშშ დაადანაშაულა. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, "პრობლემის საწყისი რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადაა", ხოლო ევროკავშირის სანქციები არ ეხება რუსულ საკვებს და სასუქს. 

"წარმოუდგებელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი უკრაინაში, რუსულ ბლოკადაში რჩება მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიოს ხალხი შიმშილით იტანჯება. ეს ომის დანაშაულია". - ამბობს ჯოზეფ ბორელი


close დახურვა