logo
ENG


უკრაინის ცნობით, ლუჰანსკში ინტენსიური ბრძოლა მიდის

21 ივნ 202211:39
3 წუთის საკითხავი
clock 202
2022/06/21/rgnyr6v7ijg6cac.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ქვედანაყოფები სლავიანსკის მიმართულებით თავდასხმაზე არიან ორიენტირებული.

გენშტაბის თქმით, რუსული სამხედრო ძალები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად არტილერიას იყენებენ. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები მდინარე სივერსკი დონეცის გასწვრივ, სლავიანსკის ჩრდილოეთით რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ახერხებენ.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სამხრეთ უკრაინაში რუსული ძალები უკრაინელი სამხედროების შეკავებას ცდილობდნენ, რის გამოც რუსეთი ხერსონის რეგიონის საზღვრის გასწვრივ შეტევაზე გადავიდა. რუსულმა ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზის უკან დასახლებებზე მრავალი სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს.


close დახურვა