logo
ENG



უკრაინის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკივში 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა

21 ივნ 202215:58
3 წუთის საკითხავი
clock 564
2022/06/21/f8qq7dta14mlo2b.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკივში 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

სინეგუბოვის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ხარკივში რუსული სამხედრო ძალების მხრიდან დაბომბვა გაძლიერდა.

"ღამით, რუსული დარტყმების შედეგად ხარკივის კიევსკის რაიონში, ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა," - განაცხადა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სინეგუბოვის თქმით, ხარკივის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 993 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რომელთაგან 254 ბავშვია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ევაკუაციისთვის, ჩუჰუივისა და ხარკივის მიმართულებით 30-ზე მეტი ავტობუსი გამოიყენეს.


close დახურვა