logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ქარელისა და კასპის სოფლებთან ხნულები და თხრილები გააკეთეს

21 ივნ 202219:15
3 წუთის საკითხავი
clock 708
2022/06/21/exfe3sfvtqfs37b.png

რუსმა ოკუპანტებმა ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებთან ხნულები და თხრილები გააკეთეს. 

საკორინთლოსა და დვანში რუსები პერიოდულად ჩნდებიან და ე.წ ხანაძარსაწინააღმდეგო ხნულებთან ერთად გაურკვეველი სახის თხრილებს და სანგრებს აკეთებენ.

ამასთან დაკავშირებით სუს-ში განცხადება არ გაუკეთებიათ, მხოლოდ ის თქვეს, რომ საოკუპაციო ხაზთან რუსები გააქტიურდნენ. 

მოსახლეობა შეშინებულია. 

"არც მივდივარ იქამდე, საშიშია. ფეხი რომ გადადგა, დაგიჭერენ. სანამდე წახვალ, შეიძლება გვერდიდან ისროლონ, შეიძლება მაღლიდან ისროლონ". - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

სხვა ამბობს, რომ ცხოველების საძოვრებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პატარა ადგილი დარჩა. 


close დახურვა